საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

სამეცნიერო კონფერენცია „კიტა აბაშიძე - 150“

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ახალი ქართული ლიტერატურის კათედრა 17 დეკემბერს გამართავს გამოჩენილი ქართველი კრიტიკოსის კიტა აბაძიშის დაბადებიდან 150 წლისთავისადმი მიძღვნილ სამეცნიერო კონფერენციას.

კონფერენციაში მონაწილეობის მსურველებმა თეზისები 2020 წლის10 დეკემბრამდე უნდა გააგზავნონ შემდეგ მისამართზე: levan.beburishvili@tsu.ge

კონფერენციის რეგლამენტი:

მოხსენება – 15 წუთი,

მსჯელობა – 5 წუთი.

კონფერენციაში მონაწილეობის ფორმატი: მოხსენება.

კონფერენცია გაიმართება ზუმის პლატფორმაზე.

თეზისების გაფორმების წესი: 

მომხსენებლის სახელი, გვარი;

ორგანიზაცია;

აკადემიური ხარისხი;

ტელეფონი (მობილური), ელექტრონული ფოსტის მისამართი;

მოხსენების სათაური;

ფონტი: sylfaen

ფონტის ზომა: 12

ინტერვალი: 1,5

მოცულობა: მაქსიმუმ 200 სიტყვა

კონფერენციის სამუშაო ენა - ქართული.

საკონტაქტო პირი: 

ასისტენტ პროფესორი ლევან ბებურიშვილი

levan.beburishvili@tsu.ge

593 16 20 44

თარიღი: 19/11/2020